Sunday, November 1, 2015

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიო იხლეთ ბმულზე

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღეს ტრენინგში მონაწილე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, დავეხმარეთ და თვალი გადავავლეთ ჩვენს მიერ შექმნილ მასალებს. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე ჩვენს მიერ შექმნილი სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენს მიერ შექმნილი სხვა რესურსები.  ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

ტრენინგის მე8 დღის რეფლექსია

მერვე ტრენინგდღე საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს  ნაშრომებს, გავაკეთეთ შეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასების კრიტერიუმები. წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელის პროექტის მასალები. გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს და შევარჩიეთ ერთ ერთი აქტივობა  ჩვენი პროექტისთვის.
  

მე-7 ტრენინგ დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს თვალი გადავავლეთ განვლილ მასალას. დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, გადავამოწმეთ შეფასებისა და  სწავლების სტრატეგიები, მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.

მე-6 ტრენინგ დღის რეფლექსია

მეექვსე დღეს გავიმეორეთ  განვლილი მასალა  დავიწყეთ ახალ მასალაზე მუშაობა.განვიხილეთ პრეზენტაციის რუბრიკები, განვიხილეთ კრიტერიუმები, პრეზენტაციის დროს ყურადღება ექცევა  პრეზენტაციის შინაარს , მის ორგანიზებას  და დიზაინის ელემენტებს , რითაც  ფასდება მოსწავლეები ,  ინტერნეტიდან გადმოვწერეთ სურათები და ჩავსვით პრეზენტაციაში , ასევე საავტორო უფლებების შაბლონსაც გავეცანით. დღემ საინტერესოდ ჩაიარა. 

მე-5 ტრენინგდღის რეფლექსია

მეხუთე დღე საინტერესოდ დავიწყეთ . დაკვირვება შემოქმედებით მოქნილობაზე.განვიხილეთ პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, ამ ფორმის მიხედვით მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს , კრიტიკულად უდგებიან ერთმანეთის პრეზენტაციას და შესაძლოა  მისცენ შესაბამისი რჩევები და რეკომემდაციები.
მოსწავლეთა პროექტის გეგმის მიხედვით მოსწავლე სახავს მიზნებს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, განახორციელებს და მონიტორინგს უტარებს პროექტის მიმდინარეობას და შესაბამისად აფასებს  საკუთარ თავს.


Friday, October 23, 2015

მეოთხე ტრენინგ დღე

      მეოთხე დღეს დავიწყე  მუშაობა შეფასებებზე , კერძოდ  მოსწავლეთა საჭიროებების   დადგენაზე და წინარე ცოდნის შეფასებაზე, ამ შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება   ხელს შეუწყობს პროექტის მიმდინარეობას.

მესამე ტრენინგ დღე

   განიხილეთ ძირითადი კურსის პორტფოლიოს რუბრიკა. აღნიშნული რესურსები დაგვეხმარება პროექტის გეგმის შედგენაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში.

 განვიხილეთ როგორ კითხვარებს  მოიცავს პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა  რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან.

პირველი მოდულის რეფლექსია

    დავიწყეთ  ინტელის   რესურსის  ტრენინგი  ბატონ  გიორგი  ხომასურიძის  ხელმძღვანელობით,  ტრენინგი  მნიშვნელოვანია   პროექტებით  სწავლების დანერგვაში.  გავეცანით  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად.